საქართველოს პარლამენტი

პარლამენტი დღეს მამუკა ბახტაძეს და მიხეილ ბატიაშვილს მოუსმენს

www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი ახალი წესით - ე.წ. ინტერპელაციის ფორმატში პარლამენტი პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს მოუსმენს.

პრემიერმინისტრი პარლამენტში ფრაქცია ნაციონალურმა მოძრაობამ, კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებით დაიბარა. ოპოზიცია მისგან ელის პასუხს კითხვაზე, თუ რამ გამოიწვია ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარების მკვეთრი ზრდა.

მიხეილ ბატიაშვილი კი,  ევროპულმა საქართველომ მიიწვია. მათი კითხვები პედაგოგების ხელფასებისა და გამოცდების გაუქმების ინიციატივას ეხება.

პლენარული სხდომა 12:00-ზე დაიწყება.

ინტერპელაციის წესის მიხედვით, პარლამენტის წევრთა შვიდკაციან ჯგუფს ან ფრაქციას უფლება აქვთ შეკითხვით მიმართოს საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, ან მთავრობის წევრს. შეკითხვის ადრესატები ვალდებულნი არიან შეკითხვას პირადად უპასუხონ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ინტერპელაციის ფორმატი პოლიტიკურ დებატებსაც ითვალისწინებს.

კომენტარები