საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, საქართველოში მოქმედი პარტიების, პრაქტიკულად, აბსოლუტური უმრავლესობა, არასამთავრობოების უდიდესი ნაწილი, გარდა იმათი, ვინც "ქართული ოცნების" შექმნილია, ყველა მხარს უჭერს პროპორციულ არჩევნებს, რადგან პროპორციული არჩევნები არის ერთადერთი სამართლიანი გზა, გაირკვეს, ვის უჭერს ხალხი მხარს.
რამდენ პროცენტსაც მიიღებს, რამდენი ადამიანიც დაუჭერს მხარს, იმდენი ხმა ექნება პარლამენტში, ეს 2x2=4, "ქართული ოცნება" ჩვენ გვეუბნება, მაცადეთ 2024-მდე და მანამდე 2x2 იყოს 9-ო. ჩვენი პასუხია, რომ ახლა, დღეს დაერქვას ყველაფერს სახელი, რაც ძალიან მარტივია, 2x2 არის 4.
ეს არის სწორი გამოსავალი, თუ გვინდა სწრაფი განვითარება, ეკონომიკური ზრდა, პოლიტიკური რეფორმები და არ გვინდა ის პრობლემები, რომლებიც 90-იანებიდან მოგვყვება - იცვლება ხელისუფლებები, თუმცა სამართალი ისევ ქუჩაშია და ხალხი მას ქუჩაში ეძებს, სახელმწიფო ინსტიტუტების თავგასულობა, დაუბალანსებელი ძალაუფლება, არაფორმალური მმართველობა, ეს არის ყველაფერი გამომდინარე ამ მანკიერი სისტემიდან.
ჩვენ როდესაც პროპორციულ არჩევნებზე ვსაუბრობთ, ეს ნიშნავს მთელი ამ პრობლემების გვერდზე გადაწევას და განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას, რაც ოცნებას არ უნდა, მაგრამ მოუწევს ძველ სისტემასთან ერთად ისტორიის წარსულს ჩაბარდეს





