კრიმინალი

ვარკეთილში მიკროავტობუსის მძღოლი ცივი იარაღით დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ვარკეთილში მიკროავტობუსის მძღოლი ცივი იარაღით დაჭრეს. შსს-ს ცნობით, მძღოლსა და მის ნაცნობს შორის დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა მიკროავტობუსი გაჩერებაზე იდგა.

დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

მიკროავტობუსის მძღოლი საავადმყოფოში იმყოფება.

კომენტარები