ხაზარაძე ივანიშვილზე: ზრდილობა არ მეშლება. მადლობა გადავუხადე, მეტი რა უნდა მექნა?

...თვითონ ივანიშვილმა არ თქვა, დავსვი ორივე მხარეო?! ანგარიშის ნომერიც ჩაიწერა. უზარმაზარ დავაზე იყო ლაპარაკი. ჩვენ არარსებულ თანხაზე გვიჩიოდნენ და იქიდან დამადლებული გამომიშვეს... ზრდილობა არ მეშლება. მადლობა გადავუხადე, მეტი რა უნდა მექნა?

თიბისი ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე კვირის პალიტრასთან საუბარში, მის ბანკსა და ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს შორის დავაზე. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ დავა თავად მოაგვარა, "ვანო ჩხარტიშვილმა ყველაზე მეტი ანგარიში გამიწია სხვა ბიზნესმენებისგან განსხვავებით, ყველაზე მეტად დაიხია უკან, რისთვისაც მე მადლიერებას აქვე გამოვხატავ. აგერ TBC ბანკი, ნორმალური მადლობაც არ უთქვია ხაზარაძეს".

კომენტარები