კრიმინალი

ბოლნისში მაღაზიიდან 1200 ლარის ღირებულების პროდუქტის მოპარვისთვის 2 პირი დააკავეს

ბოლნისში ჯგუფური ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, 1991 წელს დაბადებულმა ა.ს-მ და 1993 წელს დაბადებულმა მ.გ-მ სასურსათო მაღაზიიდან 1 200 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის პროდუქტი მოიპარეს.

"სამართალდამცველებმა ისინი ცხელ კვალზე დააკავეს. ნაქურდალი ნივთები სრულად ამოღებულია ნივთმტკიცების სახით" - აცხადებს შსს..

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები