დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ქუცნაშვილი: 115-კაციან უმრავლესობას 15 დეპუტატი თუ გამოეყოფა, ქვეყანა არ დაიქცევა

ერთი წლის წინ, 35-კაციან ნაციონალური მოძრაობის ფრაქციას გამოეყო 25 დეპუტატი, ანუ ცხრა მეათედი. მაშინ არ დაქცეულა ეს ქვეყანა და 115-კაციან უმრავლესობას 15 დეპუტატი თუ გამოეყოფა, ანუ სადღაც 10-12%-ის ფარგლებში, არც ამით დაიქცევა ქვეყანა. ეს არის დემოკრატიული პროცესი. მე ხშირად მეკითხებიან ხოლმე, სად გადის ეს გამოყოფის ზღვარი. პასუხი - ამბიციების დაკმაყოფილებაზე გადის გამოყოფის ზღვარი. შესაბამისად, გადაწყვეტილების ავტორებს უნდა ჰკითხოთ რა არის მათი ამბიცია და ამის მიხედვით მიხვდებით რა არის ზღვარი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის კომენტარი "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან, უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე. ცნობილია, რომ სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.

კომენტარები