ირანი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ჯავად ზარიფი
AFP

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი თანამდებობიდან გადადგომას აპირებს. ამის შესახებ მას საკუთარ ინსტაგრამზე დაწერა.

მან მთავრობაში ყოფნისას დაშვებული შეცდომების გამო ბოდიში მოიხადა.

ინფორმაცია მისი გადადგომის თაობაზე დაადასტურეს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც, თუმცა ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

ზარიფი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმების შექმნაში, თუმცა მას შემდეგ, რაც აშშ-მა შეთანხმება დატოვა და ირანს სანქციები ხელახლა დაუწესა, შეთანხმების ბედი გაურკვეველია.

59 წლის ზარიფს განათლება ამერიკაში აქვს მიღებული და დენვერის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამართლის დოქტორის ხარისხიც მიიღო. 2013 წელს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტის დაკავებამდე ის გაეროში ირანის ელჩი იყო.

კომენტარები