ოჯახში ძალადობა

პოლიციამ აჭარაში, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, სხვადასხვა ფაქტზე სულ 6 კაცი დააკავა

შსს

პოლიციამ ბათუმში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 2 კაცი დააკავა - 1986 წელს დაბადებული კ.ტ და 1966 წელს დაბადებული პ.გ

კ.ტ-მ 18 თებერვალს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მეგობარ გოგოს, 1982 წელს დაბადებულ ნ.ჩ-ს მიაყენა, რის შემდეგაც ქალმა თვითმკვლელობა სცადა. ნ.ჩ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ქალის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. 

პ.გ-მ კი ფიზიკური შეურაცხყოფა დედას, 1944 წელს დაბადებულ ლ.ბ-ს მიაყენა. დაშავებულს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწია.

ამის გარდა, აჭარაში ოჯახში ძალადობის სხვა შემთხვევებზე კიდევ ოთხი პირი: 1974 წელს დაბადებული ბ.ჭ., 1985 წელს დაბადებული კ.ძ., 1997 წელს დაბადებული მ.გ. და 1981 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა.ბ. დააკავეს.

ყველა საქმეზე გამოძიება ოჯახური ძალადობის და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები