აშშ-საუდის არაბეთი

ისტორიაში პირველად, აშშ-ში საუდის არაბეთის ელჩი ქალი გახდა

arabianbusiness

პრინცესა რიმა ბინტ ბანდარი აშშ-ში საუდის არაბეთის პირველი ქალი ელჩი გახდა. შესაბამის განკარგულებას მეფე სალმანმა ხელი მოაწერა. 

ის პრინც ბანდარის შვილია, რომელიც ქვეყნის მთავარი დიპლომატი 22 წლის განმავლობაში, 1983-2005 წლებში იყო.

პრინცესა რიმამ უმაღლესი განათლება აშშ-ში მიიღო. ის წლების განმავლობაში აქტიურად გამოდიოდა ქალთა უფლებების დასაცავად. 

2014 წელს ჟურნალმა Forbes- მა პრინცესა არაბული სამყაროს 200 ყველაზე გავლენიან ქალთა სიაში შეიყვანა.

ელჩად დანიშვნამდე ის სპორტის ფედერაციას ხელმძღვანელობდა.

კომენტარები