ნიგერია

ნიგერიაში, საარჩევნო უბნების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, არჩევნები გადადეს

BBC

დღეს ნიგერიაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები უნდა გამაღთულიყო, თუმცა საარჩევნო უბნების გახსნამდე 5 საათით ადრე არჩევნები გადადეს.

მიზეზად ტექნიკური პრობლემები დაასახელეს. არჩევნები 23 თებერვალს ჩატარდება ჩატარდება.

არჩევნებში მონაწილე ორმა მთავარმა პარტიამ, მმართველმა "საერთო პროგრესიულმა კონგრესმა" და "სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ" გადაწყვეტილება დაგმეს და ერთმანეთი არჩევნების შედეგების მანიპულირების მცდელობაში დაადანაშაულეს.

საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ გადადება აუცილებელი იყო პროცესის თავისუფლად და გამჭვირვალედ წარმართვისათვის. შტატების ნაწილში საჭირო ინვენტარის ნაკლებობაა, ზოგგან კი ბოლო ორი კვირის მანძილზე ელექტრონული ბარათები დაწვეს და გაანადგურეს.

ნიგერიის საპრეზიდენტო არჩევნებში 73 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი მუჰამადუ ბუჰარი და მისი მთავარი ოპონენტი ვიცე-პრეზიდენტი ატიკუ აბუბაქარი.

ეს ნიგერიაში არჩევნების გადადების პირველი შემთხვევა არაა. 2011 და 2015 წლებში არჩევნები რამდენიმე დღით გადაიდო. 2015 წლის არჩევნებამდე ქვეყანამ საზღვაო და სახმელეთო საზღვრები დროებით დახურა.

კომენტარები