წყნარ ოკეანეში მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაძირული ამერიკული საბრძოლო ხომალდი იპოვეს. USS Hornet 1942 წლის 26 ოქტომბერს სანტა კრუზის კუნძულებთან იაპონურ ხომალდებთან ბრძოლის შემდეგ ჩაიძირა.
ბორტზე 2,200 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 140 დაიღუპა.
ხომალდის ძებნა გასულ წელს სამეცნიერო მისიამ დაიწყო და მას წყლის ზედაპირიდან 5 კილომეტრზე, ფსკერზე მიაგნო. სამეცნიერო ხომალდი Microsoft-ის თანადამფუძნებლის, პოლ ალენის კომპანიას ეკუთვნის.
კომპანიამ უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაძირული ამერიკული, ბრიტანული, იტალიური და იაპონური ხომალდები იპოვა. გასულ წელს მათ იპოვეს ამერიკული USS Lexington-იც.
USS Hornet, რომელსაც საბრძოლო თვითმფრინავბი გადაჰქონდა, მონაწილეობდა პერლ ჰარბორის შემდეგ ტოკიოსა და სხვა იაპონურ ქალაქებზე საჰაერო თავდასხმებში. მიდვეის ბრძოლაში მან 4 იაპონური ხომალდი ჩაძირა.