ქუჩური გარჩევა

ბახტაძე: ე.წ. ქუჩური გარჩევები სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება

მამუკა ბახტაძე

ე.წ. ქუჩური გარჩევები სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება, - თქვა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართლ ბრიფინგზე.

შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა.

"მთავრობა აგრძელებს კრიმინალთან და კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლას, რომლის ერთ-ერთი სერიოზული გამოვლინებაა ე.წ. ქუჩური გარჩევები", - ამბობს მამუკა ბახტაძე.

პრემიერმინისტრის შეფასებით, ე.წ ქუჩური გარჩევების სიხშირე და ხშირ შემთხვევაში მძიმე შედეგები მთავრობის მხრიდან უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას მოითხოვს. კანონპროექტის თანახმად, განსაკუთრებით გამკაცრდება სასჯელი იმ პირთა მიმართ, ვინც არასრულწლოვნების ჩაბმას შეეცდება ასეთ დანაშაულებრივ ქმედებაში.

"კანონი განსაკუთრებით გამკაცრდება იმ პირთა მიმართ, ვინც გაბედავს, რომ არასრულწლოვნები იყვნენ ჩართული ასეთ დანაშაულებრივ ქმედებაში. კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება და ჩვენ შევძლებთ, თავიდან ავიცილოთ ის მძიმე შედეგები, რომლებიც ხშირ შემთხვევებში ასეთ გარჩევებს უკავშირდება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები