კომპანია ყაზტრანსგაზის ინფორმაციით, თბილისში, პეკინის ქუჩაზე აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა არ ყოფილა.
"კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისი“ გაცნობებთ, რომ პეკინის 30 ნომერში არ მომხდარა აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი გამოიწვია ქიმიური ნივთიერების აალებამ. მომხდარის შესახებ დეტალებს გამოძიება დაადგენს", - აღნიშნავენ კომპანიაში.
საბურთალოზე, ერთერთ კორპუსში აფეთქება დღეს, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამის მიზეზი გაზის გაჟონვა იყო. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.