პირველ რიგში ამ სხდომისთვის ჩამოვედი ამ დილით და მაქვს ძალიან საქმიანი განწყობა. მაქვს ესეთი მოლოდინი, რომ დღევანდელი შეხვედრა და მსჯელობა, რომელიც პირველია ამ ფორმატში, გაიმართოს საგნობრივი, შინაარსობრივი და არგუმენტებით მსჯელობა ძალიან მნიშვნელოვან და სახელმწიფოებრივ საკითხზე, როგორიც არის უზენაესი მოსამართლეების არჩევა და სასამართლო რეფორმის საკითხი. მე ვარ მზად იმისთვის რომ ჩემი პოზიციები, რომელიც არის პრინციპული გავუზიარო ჩემს კოლეგებს და ვუთხრა არგუმენტები, თუ რატომ მაქვს ეს პოზიცია და რატომ მიმაჩნია, რომ არ შეიძლება იმ სიის მხარდაჭერა, რაც იყო წარმოდგენილი და რატომ არ შეიძლება ნაჩქარევად ამ საკითხის განხილვა და რა უნდა გაკეთდეს მომავალში. მაქვს ძალიან მყარი არგუმენტები. მე იმედი მაქვს რომ სწორედ ასეთი შეხვედრა იქნება დღეს. არგუმენტებით საუბარი და მინდა დავიტოვო იმის იმედიც, რომ შევჯერდებით საერთო ხედვაზე და პოზიციაზე.
tbl.ge/3fh2
დაკოპირდა

უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია. ქართული ოცნების ოფისში უმრავლეობის სხდომა გაიმართება, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიხ დაესწრება.
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




