ყველაზე ასაკოვანი ადამიანი

მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ადამიანი 113 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში ყველაზე მოხუცი კაცი, იაპონიაში, 113 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის წევრების თქმით, მასაძო ნონაკა მშვიდად, ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, როცა ეძინა. 

ნონაკა 1905 წლის 25 ივლისს დაიბადა, მას 6 ძმა და ერთი და ჰყავდა. ის 1931 წელს დაქორწინდა და 5 შვილი ეყოლა. 

გინესის მსოფლიო რეკორდების ორგანიზაციის ინფორმაციით ადმიანი , რომელმაც ყველაზე დიდხანს იცოცხლა ფრანგი ქალი ჯეან ლუის კალმენტი იყო, ის 1997 წელს 122 წლის ასაკში გარდაიცვალა. გინესმა ნოკანა ყველაზე მოხუც ადამიანად ოფიციალურად მას შემდეგ დაასახელა, რაც გასულ წელს ესპანელი ფრანცისკო ნუნეს ოლივიერა 113 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

 

კომენტარები