Airbnb

Airbnb აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ობიექტებს საიტიდან წაშლის

AIRbnb

AIRbnb აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ობიექტებს საიტიდან წაშლის. ამის შესახებ მათ ვებგვერდზე წერია. 

AIRbnb ვებ პლატფორმაა, რომლის დახმარებითაც მრავალ ქვეყანაში ნებისმიერ მსურველს ბინის დაჯავშნა შეუძლია. 

კომპანიის განცხადებით, არსებობს განსხვავებული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, უნდა იყოს თუ არა ბიზნესი იმ ტერიტორიაზე, რომელიც კონფლიქტის საგანია. 

"როგორც გლობალური პლატფორმა, ჩვენ მსოფლიოს 191 ქვეყნის 81 000-ზე მეტ ქალაქში ვიპორირებთ. ამიტომ, ჩვენ მხედველობაში უნდა მივიღოთ ჩვენი გავლენა და პასუხისმგებლობით მოვიქცეთ. შესაბამისად, ჩვენ შევიმუშავეთ ჩარჩო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ კონლფიქტურ რეგიონებში, რაც ზოგ შემთხვევაში, ოკუპირებულ, მითვისებულ სახლებსაც მოიცავს, სახლები კი ჩვენს ბიზნესში მთავარია", - აღნიშნავს AIRbnb. 

კომენტარები