მაშინ როდესაც ციანიდის საქმე შოკი იყო მთელი საქართველოსთვის და როგორც უწმინდესი ბრძანებს, რომ "ცა ჩამოინგრა ჩემთვის თითქოს", მეც ამან გადამაწყვეტინა. მახსოვს ჩემი პირველადი განცდები, თითქოს ადამიანები ქუჩაში მიდიოდნენ და მე მიყურებდნენ. ყველა სასულიერო პირში ხედავდნენ მკვლელ მღვდელს და გადავწყვიტე, რომ ჩემი მოსაზრება საზოგადოებისთვის გამეზიარებინა და მადლობა ღმერთს, რომ ჩემი ინტუიციაც სწორი აღმოჩნდა. მაშინაც მამაო[დეკანოზი გიორგი მამალაძე] მოვინახულე ციხეში და თავიდანვე ვამბობდი, რომ ორი ვარიანტი იყო დაშვებული. ერთი, ის უნდა ყოფილიყო ჯვარცმული ავაზაკი, ავაზაკი რომელმაც სცოდა, მაგრამ მოინანია. როცა გავერკვიე საქმეში, აღმოჩნდა რომ მამაო ცილისწამების მსხვერპლია და როდესაც წინააღმდეგობას, ამ ვერაგულ პოლიტიკას შევხვდი და დავინახე ხელისუფლების მხრიდან. რა თქმა უნდა, იქ თანამონაწილეობა იკვეთება სასულიერო პირების საპატრიარქო ეკლესიის რაღაც ჯგუფის მხრიდან. მე გადავდგი ბიბლიური და სახარებისეული ნაბიჯი, რომ ნებისმიერ განსაცდელში მყოფ ადამიანს, ის პატიმარია თუ ავადმყოფი, მოწყალე სამართალის მიხედვით უნდა ითავისო და უნდა გაწირო თავი მის გადასარჩენად.
ციანიდის საქმე
მეუფე პეტრე: როცა ციანიდის საქმეში გავერკვიე, აღმოჩნდა რომ დეკანოზი ცილისწამების მსხვერპლია
tbl.ge/3epx
დაკოპირდა
განაცხადა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ ტელეკომპანია პირველის ეთერში
ამავე თემაზე
- თორნიკე მამალაძე: გოგაშვილი ვერსიებში აირია, ირიბად ადასტურებს, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოა
- გოგაშვილის ვერსიით, ოხანაშვილი-მამალაძე თეთრუაშვილს ციანიდს უდებდნენ, თითქოს ილია II-ს კლავდა
- დეკანოზ მამალაძეს სასამართლომ სასჯელის გადავადებაზე უარი უთხრა
- დეკანოზ გიორგი მამალაძისათვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო დღეს, 5 მარტს იმსჯელებს
- საპატრიარქო: თუ მამალაძე ავადმყოფობას იგონებს, დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება