კრიმინალი

შსს: სამეგრელოში მაკაროვის სისტემის 2 პისტოლეტი, მჭიდები და საბრძლო ვაზნები ამოვიღეთ

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით სამეგრელოში 2 პირი: 1977 წელს დაბადებული რ.ჭ. და 1969 წელს დაბადებული ნ.ს. დააკავეს.

"სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის 2 პისტოლეტი, 3 მჭიდი და 21 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები