პროტესტი იან მუას წინააღმდეგ

50 წლის მწერალი: ჩემი ასაკის ქალს ვერ შევიყვარებ, ჩემთვის ზედმეტად მოხუცი იქნება

ფრანგი მწერლის, იან მუას ინტერვიუს დიდი კრიტიკა მოყვა.

მისი თქმით, 50 წლის ან მეტი ასაკის ქალის შეყვარებას ვერ შეძლებს, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც 50 წლისაა.

მწერალმა მარი კლერის ჟურნალს უთხრა, რომ ეს ქალები "მისთვის ზედმეტად დიდები" არიან.

"ახალგაზრდა ქალების სხეულებს ვამჯობინებ, სულ ესაა. 25 წლის ქალის სხეული არაორდინალურია, ხოლო 50 წლის ქალის ასეთი საერთოდ არ არის," - თქვა მან.

იან მუას ინტერვიუს სოციალურ ქსელში ბევრი გამოეხმაურა. მათ შორის ფრანგი კომიკოსი მარინა ფოესი. ის ხუმრობს, რომ "ერთი წელი და 14 დღე" დარჩა მწერალთან დასაძინებლად, რადგან 49 წლისაა.

50 წელს გადაცილებულმა ქალებმა პროტესტის ნიშნად ფოტოები დაპოსტეს, სადაც მათი სხეულია გამოსახული. ასევე გამოქვეყნდა 50 წელს მიახლოებული ჰოლივუდის მსახიობების ფოტოები, მათ შორის ჯენიფერ ენისტონი და ჰოლი ბერი. 

ჟურნალისტმა ქოლომბ შნექმა თავის საჯდომის ფოტო გამოაქვეყნა (მოგვიანებით წაშალა) - "ეს არის 52 წლის ქალის საჯდომი... რა იმბეცილი ხარ, არ იცი რას კარგავ," - წერს ის.

მარი კლერისთან ინტერვიუში, ხალხი ფრანგ მწერალს მისი აზიელებისადმი (კორეელების, იაპონელებისა და ჩინელების) დამოკიდებულების გამოც აკრიტიკებს.

"შესაძლოა ეს ქალისთვის, რომელთან ერთადაც პაემანზე დავდივარ, სამწუხარო იყოს, მაგრამ აზიელები ჩემთვის საკმარისად მდიდრები, უსასრულოები არინ," - თქვა მუამ.

მწერალმა RTL რადიოს უთხრა, რომ ის პასუხისმგებელი არაა თავის გემოვნებაზე.

"მე მომწონს ვინც მომწონს და გემოვნების სასამართლოს პასუხს ვერ გავცემ," - ამბობს ის.

კომენტარები