ეკა ბესელია

ბესელია: თუ მომიწევს რაღაცებზე პასუხის გაცემა, ჩემი პასუხი არ იქნება ტკბილი

არავისთან არ მაქვს მე დაპირისპირება, მე მაქვს განსხვავებული პოზიციები. არის საკითხები, რომლებზეც მე არასდროს ვისაუბრებ საჯაროდ და არასდროს მოგისმენიათ ჩემი საჯარო კრიტიკა გუნდთან დაკავშირებით, ეს იყო პირველი ჩემი საჯარო განცხადება, იმიტომ, რომ უნდა ამეხსნა გადაწყვეტილების რეალური მიზეზი. არც მომავალში ვაპირებ ვისაუბრო იმაზე, რაც გუნდის შიგნით ხდება, მაგრამ თუ მომიწევს რაღაცებზე პასუხის გაცემა და თუ ამის აუცილებლობის წინაშე დავდგები, რომ იქნება ისეთი გამონათქვამები, რომელიც არ იქნება რეალური და სიმართლე, მე მომიწევს ამაზე პასუხის გაცემა და ჩემი პასუხი არ იქნება ტკბილი.

ამბობს ეკა ბესელია. შეგახსენებთ, რომ ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა გუშინ, 27 დეკემბერს დატოვა.

კომენტარები