უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

უკრაინამ მოსკოვს დაქვემდებარებულ "უკრაინის ეკლესიას" სახელის შეცვლა დაავალდებულა

InformNapalm

უკრაინის გაემაერთიანებელი კრების შემდეგ, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ეკლესიას ავალდებულებს ოფიციალური სახელი შეიცვალოს და მიუთითოს, რომ ის რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას წარმოადგენს.

ამ დროისთვის მოსკოვის საპატრიარქოს იერარქთა გაერთიანებას უკრაინაში, უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიად იწოდება. ახლადმიღებული კანონის მიხედვით, რელიგიურმა ორგანიზაციამ, რომლის ცენტრიც აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობს, დასახელებაში სრულად უნდა მიუთითოს ცენტრალური ეკლესიის დასახელება. 

შესაბამისად, მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლობამ საკუთარ თავს შეუძლია უწოდოს "რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინაში" და არა "უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია".

ამასთან ერთად, ამ ეკლესიას ეკრძალება იყოს კაპელანებით წარმოდგენილი არმიაში.

15 დეკემბერს კიევში, წმიდა სოფიის ტაძარში შეკრებილმა მღვდელმთავრებმა, ეკლესიათა გაერთიანება გამოაცხადეს და ერთიანი, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ მწყემსთავრად, პერიასლოვისა და ბილოცერკოვის მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს, რომელიც იქამდე კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი იყო და ამავე ეკლესიის პატრიარქის, ფილარეტის მხარდაჭერით სარგებლობდა.

მართვა-გამგეობის ახალი დებულებით გაერთიანებული ეკლესიის საჭეთმპყრობელი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის ტიტულს ატარებს.

სწორედ ამ ახლადარჩეულ საჭეთმპყრობელს გადასცემს კონსტანტინოპოლი ავტოკეფალიის ტომოსს და სწორედ ეს გაერთიანებული ეკლესია იქნება აღიარებული მსოფლიო საპატრიარქოს მიერ.

კომენტარები