ჩემი პარტიის წევრი რომ იყოს, ზუსტად იგივეს ვიტყოდი. ვინც ამას აკეთებს, სახელმწიფოს ზურგში დანას ურტყამს. ამ თვალსაზრისით არანაირი ორმაგი სტანდარტი არ არსებობს. ბურჭულაძე განსხვავებული შემთხვევაა, მომღერლის გარდა, საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური ფიგურა იყო. განსაკუთრებული პასუხისმგებლობები აქვს და მისგან ასეთი საქციელი კიდევ უფრო მიუღებელია. იმას რომ თავი დავანებოთ, ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელია ის, როცა რუსეთი ილუზიას ქმნის, რომ ხალხი მათთან ურთიერთობაში თავს გადასარევად გრძნობს და ვითომ კულტურა სხვა სფეროა. პაატა ბურჭულაძე პოლიტიკოსია, კულტურის სფეროში საქართველოს ერთ-ერთი სახეა და მისგან განსაკუთრებულად მძიმე დარტყმაა სახელმწიფოსთვის.
tbl.ge/3cs8
დაკოპირდა

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი ელენე ხოშტარია პაატა ბურჭულაძეზე. ცნობისთვის, პოლიტიკიდან საოპერო სცენაზე დაბრუნებულმა პაატა ბურჭულაძემ სანკტ-პეტერბურგში 15 დეკემბერს გამართულ იმ კონცერტზე იმღერა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრებოდა.
ამავე თემაზე
- ხოშტარია: ყველა, ვინც წინასწარ აცხადებს რევოლუციას, არის მატყუარა და სასარგებლო იდიოტი
- ხოშტარიას თქმით, თუ ოპოზიცია არჩევნების ბოიკოტზე შეთანხმდნება, შიმშილობას შეწყვეტს
- ხოშტარია შიმშილობის მე-3 დღეს: ჩემი მდგომარეობა ნორმალურია, ახლა მნიშვნელოვანია შეუპოვრობა
- ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო
- ხოშტარია: პროტესტზე პოლიტიკურმა სპექტრმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ




