შსს

შსს-მ 0.5 კილოზე მეტი ჰეროინის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა.

მასი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ნახევარ კილოზე მეტი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები