არ გულისხმობენ ისინი მოლაპარაკებას სახელმწიფოს ხვალინდელ დღეზე, ისინი მოლაპარაკებას გულისხმობენ ვაშაძის გაპრეზიდენტების და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე და იმაზე, რომ ქვეყანაში არ არსებობს მილიონ 150 ათასი ადამიანი, რომელმაც სხვა არჩევანი გააკეთა და მთელი აქცენტი კეთდება იმაზე, როგორმე 780 ათასი ადამიანი, მათი მხარდამჭერები შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს რაღაც ლეგიტიმური გზით მიდიან. ოპოზიციაში იქნება პარტიებიც, იქნება ხალხიც, ვისაც სხვა მოსაზრება აქვს, მაგრამ არ მგონია, რომ ხალხი იყოს, რომელსაც ის სისხლისღვრა უნდა, რომელსაც სააკაშვილი გვთავაზობს და დღეს კარგად დავინახეთ სერიოზული სხვაობა გარკვეულ პოზიციებს შორის
არჩევნები 2018
ვოლსკი: არ მგონია ხალხი იყოს, რომელსაც ის სისხლისღვრა უნდა, რასაც სააკაშვილი გვთავაზობს
tbl.ge/3bas
დაკოპირდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი. დღეს პარლამენტის შენობის წინ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით სარჩელს სასამართლოში შეიტანს. მისი თქმით, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად "გაერთიანებული ოპოზიცია" ხელისუფლებას ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს, რათა მათ სამუშაო ჯგუფი შექმნან. აქციაზე ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Skype-ით ჩაერთო და მოსახლეობას უთხრა, რომ როგორც კი დაუძახებენ, მაშინვე მათ გვერდით გაჩნდება.
ამავე თემაზე
- ელისაშვილი შავგულიძეზე: ჩვენ არ გვყავს ყმები, რომ ვუთხრათ, ჰაიტ, ამას მიეცით ხმა
- კახაძე: იმედია, მეორე ტურისთვის ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით
- სტოლტენბერგი არჩევნებზე: ძალიან გვსურს, გაძლიერდეს თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები
- პრეზიდენტი: II ტურის წინ ენმ-ის წინააღმდეგ კამპანიას არც ვეთანხმებოდი, არც ვეწინააღმდეგებოდი
- მალმსტრომი: პასუხი უნდა გაეცეს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს




