არჩევნები 2018

კაპანაძე: პატრიოტთა ალიანსი და ქართული ოცნება უკვე ოფიციალურად ერთია

დღეიდან ოფიციალურად ერთია პატრიოტთა ალიანსი და ქართული ოცნება.

განა აქამდე ეჭვი მეპარებოდა. :) უბრალოდ, დღეს ქართულმა ოცნებამ წარმოუდგენელი რამ გააკეთა - მიტინგი მოუწყო ოპოზიციას, მთელი ქვეყნიდან ჩამოიყვანა თავისი პარტიული აქტივი, შემდეგ კი, ეს აქცია პატრიოტთა ალიანსის აქციად მონათლა.

პატრიოტთა ალიანსი არის ამ ქვეყანაში ყველაზე ბნელი და პრორუსული ძალა. მათი ლიდერები დღეს პარალელურად მოსკოვში მართავენ სეპარატულ მოლაპარაკებებს. მათი ლიდერები აღვივებენ ანტიდასავლურ და ანტითურქულ სენტიმენტებს.

აი, ასეთი ძალაა დღეს ქართული ოცნება. იგივე, პატრიოტთა ალიანსი

ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგი კაპანაძე წინა ხელისუფლების წინააღმდეგ პატრიოტთა ალიანსის აქციის შესახებ.

კომენტარები