მცხეთის და დუშეთის რამდენიმე სოფელს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Creative commons

დღეს მცხეთის და დუშეთის რამდენიმე სოფელს ელექტრომომარაგება შეუწყდება. ენერგო-პრო ჯორჯიას ცნობით, მიზეზი გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

13:10-დან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დუშეთის რაიონის სოფლებს: წითელსოფელი, ჭოპორტი, ბულაჩაური, აბანოსხევი და მიმდებარე სოფლებს.

14:30 საათიდან 15:00 საათამდე და 16:30 საათიდან 17:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდება მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოს.

"სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში" - აცხადებს ენერგო პრო ჯორჯია.

კომენტარები