ხანძარი

კიმ კარდაშიანმა და კანიე უესტმა ხანძრის ჩასაქრობად პირადი სახანძრო გუნდი დაიქირავეს

კიმ კარდაშიანმა და კანიე უესტმა მეზობლების დიდი მადლიერება დაიმსახურეს იმის შემდეგ, რაც ხანძარი "ვულსი" თავიანთი პირადი სახანძრო გუნდის დახმარებით ჩააქრეს.

TMZ-ის ცნობით, ხანძარი კიმის და კანიეს ე.წ. "hidden hills"-ის სასახლეს პარასკევ საღამოს გაუჩნდა და სასწრაფო ევაკუაცია გახდა საჭირო. წყვილის სახლი პირდაპირ ველს ესაზღვრება, რაც ნიშნავს იმას, რომ ხანძარს სულ რამდენიმე წამი დასჭირდებოდა ტერიტორიის გადასაწვავად და დომინოს ეფექტით მთელ სამეზობლოზე გავრცელებოდა.

გავრცელებული ცნობით, კიმმა და კანიემ მეხანძრეების კერძო გუნდი დაიქირავეს, რათა ხანძარს გამკლავებოდნენ.

საბოლოოდ, მათ წარმატებით გადაარჩინეს უესტების $60 მილიონიანი სახლი. ამასთან ერთად ამავე ტერიტორიაზე სხვა ბევრი სახლიც. უესტების ოჯახის მეზობლები მადლიერები არიან კერძო სახანძროს მიერ გაწეული დახმარებით.

კიმ კარდაშიანმა სოციალურ ქაელში გამოაქვეყნა ხანძრის ვიდეო, რომელიც თავად გადაიღო ხუთშაბათს, ლოს ანჯელესში ჩაფრენისას - ოჯახი ამ დროის განმავლობაში ახლომდებარე სასტუმროში იყო გაჩერებული.

კომენტარები