ჩემპიონთა ლიგის რეკორდი

იკერ კასილასმა ჩემპიონთა ლიგაში თავისივე რეკორდი გააუმჯობესა

"პორტუს" ვეტერანი მეკარე იკერ კასილასი უეფას ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით რეკორდსმენია. მოსკოვის "ლოკომოტივთან" გუშინდელ მატჩში, 37 წლის ესპანელმა თავისივე რეკორდი გააუმჯობესა.

კასილასს ჩემპიონთა ლიგაში უკვე 175 მატჩი აქვს ჩატარებული. მისი უახლოესი მდევარი ტურინის "იუვენტუსის" ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუა, რომელსაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში 159 მატჩი აქვს ჩატარებული.

იკერ კასილასი მადრიდის "რეალის" აღზრდილია და ამ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგის თასი 2000, 2002 და 2014 წლებში აქვს მოგებული.

კომენტარები