არჩევნები 2018

უგულავა: ხშირ შემთხვევაში ჩვენი საზოგადოება გაცილებით წინაა, ვიდრე პოლიტიკოსები

ეს იყო არჩევანი, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ გააკეთა. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მოსახლეობის არჩევანს და სურვილს, რომ სწორედ არჩევნების გზით, სამართლებრივი გზით, არეულობის, შფოთისა და რევოლუციების გარეშე მოხდეს ცვლილება, რომ დაემხოს მითი ბიძინა ივანიშვილის უძლეველობის შესახებ. მხოლოდ არჩევნები უნდა იყოს ხელისუფლების ცვლილების საფუძველი. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს შესაძლებელია. ჩვენ ვხედავთ, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენი საზოგადოება გაცილებით უფრო წინაა, ვიდრე პოლიტიკოსები. იმიტომ, რომ საზოგადოებამ გვანახა - მე მოვედი არჩევნებზე და დავსაჯე ქართული ოცნება, დავსაჯე ბიძინა ივანიშვილი. 

განაცხადა ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ გადაცემა "არჩევანში".

კომენტარები