ბონ ჯოვი

ბონ ჯოვის 2019 წლის ევროპული ტურნე მოსკოვში კონცერტით გაიხსნება

TASS

ამერიკული ბენდი, ბონ ჯოვი 2019 წლის 31 მაისს მოსკოვში კონცერტს გამართავს. ბენდის ევროპული ტურნე სწორედ მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე ჩატარებული კონცერტით გაიხსნება. 

ინფორმაციას TASS ავრცელებს. კონცერტის ორგანიზატორის, ნადეჟდა სოლოვიევას თქმით, ეს ბონ ჯოვის პირველი ვიზიტია რუსეთში 30 წლიანი პაუზის შემდეგ.

"როგორც იქნა, შეგვიძლია დავაანონსოთ ბონ ჯოვის კონცერტი ლუჟნიკის სტადიონზე. ის 31 მაისს ჩატარდება. ეს ისტორიული მოვლენაა, იმიტომ რომ ისინი მოსკოვში მხოლოდ ერთხელ და ისიც 30 წლის წინ იყვნენ", - თქვა მან. 

ბონ ჯოვი რუსეთში ბოლოს 1989 წელს, მოსკოვის მსოფლიო მუსიკის ფესტივალზე იმყოფებოდა. 

ბენდის 2019 წლის ევროპული ტურნე 42 კონცერტს მოიცავს.

კომენტარები