არჩევნები 2018

დოლიძე: გუშინ ამომრჩეველმა ორიანი დაუწერა და საშემოდგომო გამოაყოლა ქართულ ოცნებას

გუშინ ამომრჩეველმა ორიანი დაუწერა და საშემოდგომო გამოაყოლა ქართულ ოცნებას ზაზა სარალიძის ტკივილისთვის, ვანო ზარდიაშვილის მორალისთვის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გაქრობისთვის, 2008 წლის ომის ჩვენთვის დაბრალებისთვის, მურუსიძის სამართლისთვის, გაღარიბებისთვის და გამდიდრებული ბანკებისთვის, 400-ლარიანი მონური სამსახურებისთვის, მიშვებული პროკურატურისთვის, უღირსი სიბერისთვის, განათლების მაგივრად კანაფის პოპულარიზაციისთვის, თეა წულუკიანის სარკაზმისთვის, სესიაშვილის სასახლისთვის, საკუთარი ბანკირების მინისტრებად დანიშვნისთვის, უმუშევრობის და აყვავებული ნეპოტიზმისთვის, კობახიძის თავხედობისთვის. წადით ახლა, გადაშალეთ მათემატიკის წიგნი, ციფრებს დახედეთ და იმეცადინეთ

იუსტიციის სამინისტროს არამოსამართლე წევრი, პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე არჩევნების შედეგებს ეხმაურება.

კომენტარები