არჩევნები 2018

კახიძე: ხელისუფლებას ვურჩევ, არ იკადროს უკადრებელი და არ სცადოს ხალხის ნების უგულებელყოფა

ევროპული საქართველოს ექსიტპოლის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებია:

1. გრიგოლ ვაშაძე - 37%;

2. სალომე ზურაბიშვილი - 34%;

3. დავით ბაქრაძე - 17%;

4. ყველა სხვა - 12%.

ვულოცავ ქართულ საზოგადოებას ხელისუფლების კანდიდატის დამარცხებას.

რასაკვირველია, პირობისამებრ, ევროპული საქართველო მეორე ტურში მხარს დაუჭერს ოპოზიციის კანდიდატს.

დიდი მადლობა ჩვენ ყველა მხარდამჭერს. ახლა იწყება მთავარი - ხმების დათვლა და მათი დაცვა.

ხელისუფლებას ვურჩევ, არ იკადროს უკადრებელი და არ სცადოს ხალხის ნების უგულებელყოფა. აღიარონ მარცხი და მოემზადონ მეორე ტურისთვის (და წინასწარ შეეგუონ, რომ იქაც დამარცხდებიან).

საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება.

ევროპული საქართელოს წევრი ოთო კახიძე ეგზიტპოლების შედეგებისა და მეორე ტურის შესახებ

კომენტარები