არჩევნები 2018

ივანიშვილი: დღევანდელი არჩევნით საბოლოოდ უარს ვიტყვით სიცრუესა და ძალადობაზე

დღეს ხმა მივეცით საქართველოს ევროპულ არჩევანს. მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი არჩევნით, რომელსაც საქართველოს უმრავლესობა გააკეთებს, ჩვენ საბოლოოდ უარს ვიტყვით სიცრუესა და ძალადობაზე, უკულტურობაზე და მოვძებნით ჩვენს სწორ გზას - ევროპა და კულტურა - ეს იქნება პატივისცემა ჩვენი დიდი ისტორიის, რომელიც ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრე გახლავთ. და საბოლოოდ, ჩვენ ჩვენს დიდ ოჯახს შევუერთდებით, რომელიც გახლავთ განვითარებული ევროპა. მეორე ტურის ალბათობა არის ძალიან დაბალი, მაგრამ ალბათობა არის. და თუ მეორე ტური იქნება, მეორე ტურში არავითარი კითხვის ნიშანი არაა, აუცილებლად, 100%-ით გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი არჩევანი გააკეთა.

კომენტარები