BMG-ის კვლევა

BCG: ყველაზე მეტად კეთილგანწყობილები ბაქრაძის მიმართ არიან, ყველაზე ნაკლებად - ივანიშვილის

კომპანია ბი-სი-ჯი-ს ჩატარებული კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა უმრავლესობა ყველაზე მეტად კეთილგანწყობილი ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის მიმართ არის, ხოლო ყველაზე ნაკლებად - ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

დავით ბაქრაძის მიმართ კეთილგანწყობილია გამოკითხულთა 69%, შალვა ნათელაშვილის მიმართ - 57%, გრიგოლ ვაშაძის მიმართ - 47.5%, დავით უსუფაშვილის მიმართ 40.5%, მიხეილ სააკაშვილის მიმართ 40.4%, სალომე ზურაბიშვილის მიმართ - 39%, ხოლო ბიძინა ივანიშვილის მიმართ - 33.8%.

შესაბამისად, კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტ არაკეთილგანწყობას (59%) სწორედ ქართული ოცნების თავმჯდომარის მიმართ გამოხატავენ.

ევროპული საქართველოს დაკვეთით, ბი-სი-ჯი კვლევამ წინასაარჩევნო გამოკითხვა 20-24 ოქტომბერს ჩაატარა. რაოფენობრივი კვლევის მეთოდით, საქართველოს მასშტაბით 1508 სრულწლოვანი რესპონდენტი გამოკითხეს. ცდომილების ზღვარი 2-3%-ია.

კომენტარები