სოფელ ცაცხვში ზუგდიდი-თბილისის მატარებელი შუახნის მამაკაცს დაეჯახა.
ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ 112-ის ბრიგდამ მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.





