დღეს ფარცხალაძის კანტორამ რაღაცები ილაპარაკა ჩემზე და მეც მაქვს რაღაც ამბები გასაზიარებელი, ოღონდ ძალიან გთხოვთ, ფარცხალაძეს და ივანიშვილს არ გააგებინოთ. მოკლედ, ესე - ხო გახსოვთ ტიტანიკის ჩაძირვის ამბავი? მე ვაპირებდი ამის გაკეთებას, ყველაფერი მზად მქონდა, მერე ჯინაზე დაეჯახა აისბერგი და აღარ გამომივიდა, ვერ მოვასწარი. კენედის მკვლელობა ხო გახსოვთ? ჩემი დაგეგმილი იყო. საიდანღაც გამოტყვრა მერე ეს ოსვალდი და გინდა თუ არა მაგან მოკლა. ეჰ, არადა, ყველაფერი მზად მქონდა უკვე. მაგრამ, სამაგიეროდ, მოვასწარი ივანე მაჩაბლის მკვლელობის და გაქრობის დაგეგმვა, მართალია დაბადებული არ ვიყავი, მაგრამ ბაბუაჩემ მიშა სააკაშვილს დავავალე და იმან გააკეთა ორგანიზება იმიტომ, რომ გორელი იყო. სხვათაშორის, ახლა ვიმყოფები ევროპის დედაქალაქში, ბრიუსელში, თან მაქვს წამოღებული ოქროს საწმისი, რომელიც მედეამ, კოლხეთის დედოფალმა ჩემი თხოვნით მოიპარა და გამოიტანა. ასევე, მაქვს თან 19 მილიარდი და აქ, ბრიუსელიდან ვგეგმავ ეთიოპიის იმპერატორის ლიკვიდაციას. ოღონდ ამაზე არავის...
მიხეილ სააკაშვილი
სააკაშვილი: ტიტანიკის ჩაძირვა დავგეგმე, ყველაფერი მზად მქონდა, მერე ჯინაზე დაეჯახა აისბერგი
tbl.ge/36tm
დაკოპირდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე პროკურატურის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით, მათ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გახსნეს და ყოფილი მაღალჩინოსნები პასუხისგებაში მისცეს.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




