მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ Facebook-ზე დაწერა, რომ გაუხარდებოდა, თუ გრიგოლ ვაშაძე განათლების საკითხებში მრჩევლობას ლევან ბერძენიშვილს სთხოვს.
"მე გამიხარდებოდა,რომ განათლების საკითხებში გია ვაშაძემ ლევან ბერძენიშვილს სთხოვოს მრჩევლობა და ამ მიმართულების წაყვანა." დაწერა მან.

ფოტო: Facebook
სააკაშვილი ლევან ბერძენიშვილს გამოეხმაურა, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:
"სერიიდან -- ცვეტში მომხდარი ამბები: ვზივარ ჩემთვის ფრანქფურტში, მოვიდა სააკაშვილი, საჯაროდ მომიბოდიშა, საქართველოსთვის თავდადებული მებრძოლი მიწოდა და წავიდა. აღარ ვარ რუსეთის საელჩოსთან "შნურით" მიბმული."





