თბილისში, აგლაძის ქუჩაზე, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხის მასალის საწყობი დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 800 კვ მ ფართობი. ხანძარი ლოკალიზებულია.
უწყების ცნობით, ადგილზე 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.














