ავტოავარია

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ქვეითად მოსიარულე 12 წლის მოზარდს მანქანა დაეჯახა. 

როგორც შსს-ში ტაბულას უთხრეს შემთხვევის შემდეგ მძღოლი ადგილზე დარჩა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

კომენტარები