ჟურნალისტის მკვლელობა

ბულგარელი ჟურნალისტის, ვიქტორია მარინოვას მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

ბულგარელი გამომძიებელი ჟურნალისტის ვიქტორია მარინოვას მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას The Independent ავრცელებს. 

მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი, რომელსაც ჟურნალისტის გაუპატიურება და შემდეგ მოკვლა ედება ბრალად რუმინეთის მოქალაქეა, რომელსაც მოლდოვის პასპორტი აქვს. 

30 წლის ჟურნალისტის ცხედარი შაბათს პარკში იპოვეს. პოლიციის ცნობით, დაკარგულია მისი მობილური ტელეფონი, გასაღები, სათვალე და ტანსაცმლის ნაწილი.

თუმცა, პოლიციის ცნობით, ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მკვლელობის მოტივს მის საქმიანობასთან დააკავშირებდა.

​მარინოვა​ ადგილობრივ ტელევიზიაში TVN პროდიუსერი და წამყვანი იყო. მკვლელობის დროისთვის ის კორუფციულ სქემას იძიებდა, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ევროკაშირის ფონდების თანხების არამიზნობრივ განკარგვას ეხებოდა.

კომენტარები