დღეს, 10.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში“ მმართველი გუნდის შეხვედრა გაიმართება. მას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტობის ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დაესწრებიან.
პარტიის ცენტრალურ ოფისში უკვე მივიდნენ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები. შენობასთან მობილიზებულია პოლიცია.
"2012 წლის 1 ოქტომბერს "ქართული ოცნების“ გამარჯვებიდან ექვსი წლისთავზე, გაკეთდება პოლიტიკური განცხადება" - აცხადებს პარტიის პრესსამსახური.





