კრიმინალი

შსს: 5 ბინის გაქურდვისთვის, წარსულში ნასამართლევი, ერთი პირი დავაკავეთ

სამართალდამცავებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.გ., ქურდობის ბრალდებით, ბოლნისში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან 5 ბინა გაქურდა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში,  ბოლნისში 5 ბინაში უკანონოდ შეაღწია, რის შემდეგაც ბინების მეპატრონეების კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის სამკაულები მოიპარა. გამოძიებამ, ასევე, დაადგინა, რომ  ნაქურდალი ძვირფასეულობის საერთო ღირებულება 18 000 ლარს შეადგენს. პოლიციამ მოპარული ძვირფასეულობის დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო." - წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს  177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით,  მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის ჩადენილ ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები