ეს არის ქარხანა, კომერციული საქმიანობა, რომელიც აწარმოებს თამბაქოს და აქვს შესაბამისი გადასახადები, მათ შორის სააქციზო გადასახადი. გადასახადები საქართველოში ყველამ უნდა გადაიხადოს, მიუხედავად იმისა, პარალელურად არის თუ არა რაიმე მედიააქტივის მფლობელი. ეს არ შეიძლება იყოს ინდულგენცია. ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი გახლავთ მედიაპლურალიზმი და თავისუფალი მედია. ეს არის ყველა საერთაშორისო რეიტინგში კარგად ასახული და დანახული ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიერ. აქედან გამომდინარე, ამ საკითხების ერთმანეთთან გადაბმა, მინდა პირდაპირ განვაცხადო, არის სრული პოლიტიკური უპასუხისმგებლობა გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომლებიც ცდილობენ, მოსახლეობას ასეთი სახით მიაწოდონ ინფორმაცია
პრემიერი ომეგა ჯგუფზე: გადასახადები ყველამ უნდა გადაიხადოს, მედიის ფლობა ინდულგენცია არ არის





