რუსული ოკუპაცია

ბახტაძე: ჩვენ არ გვაქვს ეთნიკური კონფლიქტები, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური კონფლიქტი რუსეთთან

ჩემი გზავნილი მსოფლიოს მიმართ იყო ის, რომ ჩვენ საქართველოში არ გვაქვს ეთნიკური კონფლიქტები, ეს არის აგრესორის პროპაგანდის ნაწილი, ჩვენ საქართველოში გვაქვს პოლიტიკური კონფლიქტი რუსეთთან და ეს მსოფლიო საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს. როდესაც არსებობს პოლიტიკური კონფლიქტი, მისი დარეგულირება შესაძლებელია, თუ ამასთან ერთად არსებობს პოლიტიკური ნება. ჩვენ და ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ვდგავართ მშვიდობის გზაზე და დარწმუნებული ვარ, ის სტრატეგია, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას, რომელიც გულისხმობს ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას და გადაქცევას რეგიონის ცენტრად, აუცილებლად მოიტანს სანატრელ შედეგს ქართველებისთვის, აფხაზებისთვის, ოსებისთვის, ყველა ადამიანისთვის, ვისთვისაც საქართველო საერთო სამშობლოა

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გაეროში გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში.

კომენტარები