NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi

ქუთაისში 3 000 წლის წინანდელი თხრილი და ბრინჯაოს ცულის ჩამოსასხმელი ყალიბი აღმოაჩინეს

პარასკევი, 7 სექტემბერი, 2018 - 16:28
tbl.ge/343g
დაკოპირდა

ქართულ-პოლონური მუდმივმოქმედი არქეოლოგიური მისიის ფარგლებში ქუთაისში 3 000 წლის წინანდელი, ანტიკური პერიოდის თავდაცვითი თხრილი აღმოაჩინეს. 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, წყლით სავსე თხრილს სპეციალისტები გვიანი ბრინჯაოს ხანის მნიშვნელოვანი კოლხური კულტურული დასახლების თავდაცვის საშუალებას მიაკუთვნებენ. ქართველი და პოლონელი არქეოლოგების ვარაუდით, ეს აღმოჩენა შესაძლოა გახდეს პირველი მატერიალური დადასტურება იმისა, რომ გვიანი ბრინჯაოს ხანის მნიშვნელოვანი ცენტრი - კოლხეთის ცივილიზაცია ნამდვილად ქუთაისის ამჟამინდელი გაბაშვილის გორის გარშემო (არქეოლოგიური გათხრების არეალი) არსებობდა.

თხრილის ზომები სიგანით 10 მეტრი, ხოლო სიღრმე - 6 მეტრია. სამინისტროს ცნობით, არქეოლოგიური ობიექტი იმ ტიპისაა, რომლებსაც ბრინჯაოს ხანის პერიოდსა (დაახლოებით 3000-3500 წლის წინ) და მოგვიანებით - ანტიკურ ხანაში (IV -VI საუკუნეები ჩვ.წ. აღრიცხვით) იყენებდნენ.

"იქიდან გამომდინარე, რომ არქეოლოგიური თხრილის მიმდებარე რელიეფი შეუქცევადადაა შეცვლილი სხვადასხვა ჩარევისა და თანამედროვე მშენებლობების შედეგად, მეცნიერები აღმოჩენილი თხრილს ქუთაისის ადგილზე ანტიკური ქალაქის არსებობის ჯერჯერობით ერთადერთ მატერიალურ დადასტურებად მიიჩნევენ" - აცხადებს სამინისტრო.

პოლონურ-ქართული ექსპედიციისას ე.წ კოლხური ბრინჯაოს ცულის ჩამოსასხმელი ქვის ყალიბიც აღმოაჩინეს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გამოსაწვავ ღუმელში გამოსაყენებელი კერამიკული მილი სპეციალისტებს საკვლევი არეალის მიმდებარედ მეტალურგიის არსებობის ისტორიულ კვალზე მიანიშნებს.

"ქართულ-პოლონურმა გუნდმა არქეოლოგიურ ქვედა ფენებში გამოავლინა კოლხეთში დამზადებული გვიან ბრინჯაოს ხანის ტიპიური კერამიკული და ანტიკური ხანის თიხის ჭურჭელი. ადგილობრივად წარმოებულ მასალებთან ერთად აღმოჩენილია იმპორტირებული ჭურჭლის ფრაგმენტებიც.

ყურძნისა და ლეღვის წიპწების, მარცვლეულისა და სხვა საკვები მცენარეების სახით გამოვლინდა ორგანული ნარჩენებიც. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს აღმოჩენა მათ 3 000 -3 500 წლის წინანდელი ადგილობრივი ფლორისა და ანტიკური კოლხეთის მცხოვრებთა კვების რაციონის აღდგენაში დაეხმარება. არქეოლოგიური მასალების ნიმუშები, თხრილში აღმოჩენილი ხის საყრდენების ფრაგმენტებთან ერთად, უახლოეს მომავალში პოლონეთის ქიმიურ ლაბორატორიებში შემდგომი კვლევისათვის გაიგზავნება" - აცხადებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო.

ქართულ-პოლონური კვლევა ქუთაისში ახლადგახსნილი ინტერდისციპლინარული ცენტრის ბაზაზე ტარდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლების, ქუთაისის კრუკოვსკის სახელობის ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრისა და ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის ერთობლივ პროექტს პოლონეთის ეროვნული ფონდი აფინანსებს. 

ქუთაისიკულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

კომენტარები

ბოლო სიახლეები

საფრანგეთის პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც პარიზში 3 ქალს სამზარეულოს დანებით თავს დაესხა
სამშაბათი, 28 ივლისი, 2026 - 01:32

საფრანგეთის პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც პარიზში 3 ქალს სამზარეულოს დანებით თავს დაესხა

Fire Point-ის დამფუძნებელი უკრაინულ ბალისტიკურ რაკეტებსა და ომის მიმართულებაზე საუბრობს
სამშაბათი, 28 ივლისი, 2026 - 00:41

Fire Point-ის დამფუძნებელი უკრაინულ ბალისტიკურ რაკეტებსა და ომის მიმართულებაზე საუბრობს

Fire Point-ის დამფუძნებელი: შემოდგომით მოსკოვზე ბალისტიკური დარტყმები იქნება
ორშაბათი, 27 ივლისი, 2026 - 23:36

Fire Point-ის დამფუძნებელი: შემოდგომით მოსკოვზე ბალისტიკური დარტყმები იქნება

ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა
ორშაბათი, 27 ივლისი, 2026 - 22:44

ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაშავდა

ვაფასებთ, რომ ჩინეთი საქართველოს თანასწორ და პატივსაცემ პარტნიორად განიხილავს - კობახიძე
ორშაბათი, 27 ივლისი, 2026 - 21:58

ვაფასებთ, რომ ჩინეთი საქართველოს თანასწორ და პატივსაცემ პარტნიორად განიხილავს - კობახიძე

ყველაზე კითხვადი

EU-მ "თელასის", "თელმიკოსა" და "ხრამჰესების" მფლობელი რუსული ენერგოკომპანია დაასანქცირა
1EU-მ "თელასის", "თელმიკოსა" და "ხრამჰესების" მფლობელი რუსული ენერგოკომპანია დაასანქცირა
2"ყველანაირად უნდა, რომ გამანადგუროს" - რას ამბობს იოსებ სიგუა ცოლის ბრალდებებზე
3ცნობილია, რა ეღირება სასკოლო ფორმები – მიქანაძემ ბრძანება გამოსცა
4ზელენსკის თქმით, რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში იერიშების მისატანად მონაცემებს აწვდის
5საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალური მორალის პოლიცია იქმნება

ბოლო ვიდეო

"შეაღწიეს მარკეტში, პროდუქციის მოპარვას შეეცადნენ" – თბილისში 2 პირი დააკავეს [VIDEO]
პარასკევი, 24 ივლისი, 2026 - 10:40"შეაღწიეს მარკეტში, პროდუქციის მოპარვას შეეცადნენ" – თბილისში 2 პირი დააკავეს [VIDEO]

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕