ადრეანო ჩელენტანო

თბილისში კონცერტს "სხვა ჩელენტანო" ადოლფო სებასტინი გამართავს

2019 წლის 3 მარტს, ფილარმონიის დარბაზში, სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ადრეანო ჩელენტანოს შოუ იმართება. თუმცა, კონცერტს ჩელენტანოს ნაცვლად მისი ოფიციალური ორეული ადოლფო სებასტინი ჩაატარებს. 3 მარტს, 19:00-ზე დაგეგმილი კონცერტის ბილეთები უკვე იყიდება, ბილეთის ფასი 25 ლარიდან იწყება. 

ადოლფო სებასტინის ვებგვერდის მიხედვით, ის ადრეანო ჩელენტანოს ოფიციალური ორეული 2002 წელს გახდა და მას შემდეგ, ჩელენტანოს ლიცენზიით მსოფლიოს გარშემო ატარებს კონცერტებს. 

კონცერტის ორგანიზატორია Fix Group-ი. ამ კომპანიას 2018 წლის 14 დეკემბერს კიდევ ერთი კონცერტი აქვს დაგეგმილი. თბილისში გასული საუკუნის 80-იანი წლების პოპულარული იტალიური ჯგუფი Ricchi e Poveri ჩამოვა. 

ადოლფო სებასტინის შესრულება

 

კომენტარები