ვითარება საავტომობილო გზებზე

ბათუმის ზოგიერთ ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ბათუმი
საქართველოსა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 31 აგვისტოსა და 1 სექტემბერს, "ბათუმობის" დღესასწაულზე დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ბათუმის ზოგიერთ ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

უწყებაში ამბობენ, რომ ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება ხულოს, ვახტანგ გორგასლის, კოსტანტინე გამსახურდიას, ფარნავაზ მეფის, ნოე ჟორდანიას, მერაბ კოსტავას და გიორგი მაზნიაშვილის ქუჩებზე.

დღეს, 20:00 საათიდან კი სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მემედ აბაშიძის ქუჩაზეც - მემედ აბაშიძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთიდან მემედ აბაშიძისა და გიორგი მაზნიაშვილის ქუჩების კვეთამდე.

შსს-ს ინფორმაციით, მძღოლებს მოძრაობა ალტერნატიული, შემოვლითი ქუჩებით შეეძლებათ. უწყებაში ამბობენ, რომ ტრანსპორტის გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ და ღონისძიების დასრულების შემდეგ ბათუმის ქუჩებში მოძრაობა სრულად აღდგება.

კომენტარები