დონალდ ტრამპი

ტრამპს მაკკეინის გარდაცვალებაზე 10-ჯერ ჰკითხეს, მან ერთხელაც არ უპასუხა [video]

27 აგვისტოს თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ABC ნიუსის კორესპონდენტმა დონალდ ტრამპს ჯონ მაკკეინის გარდაცვალების შესახებ კითხვა 10-ჯერ დაუსვა - იკითხა, ფიქრობს თუ არა ტრამპი, რომ მაკკეინი გმირი იყო, ასევე, ხომ არ სურდა მას მაკკეინზე დამატებით რამის თქმა, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტს არც ერთხელ უპასუხა. 

სენატორი ჯონ მაკკეინი 26 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ბოლო დრომდე აქტიურად მონაწილეობდა აშშ-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ცხოვრებაში, მათ შორის, აკრიტიკებდა დონალდ ტრამპს და მის პოლიტიკას. 

მაკკეინის გარდაცვალების შემდეგ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა: 

"ჩემი ღრმა თანაგრძნობა და პატივისცემა სენატორ ჯონ მაკკეინის ოჯახს. ჩვენი გულები და ლოცვა თქვენთანაა". 

ზუსტად იმავე ტექსტით ტრამპმა ფოტო ინსტაგრამზეც დადო. აშშ-ის პრეზიდენტი მაკკეინის გარდაცვალებას მხოლოდ ასე გამოეხმაურა. 

კომენტარები