სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. სტატისტიკის მიხედვით, ქართული ექსპორტი 28%-ით გაიზარდა და ის $1.8 მილიარდს შეადგენს. ამასთანავე, 22.9%-ით გაიზარდა იმპორტი, წლის პირველ ნახევარში საქართველომ უცხოეთიდან $5.2 მილიარდის ღირებულების პროდუქცია შეიძინა.
2018 წლის იანვარ-ივლისში ევროკავშირის წილმა საქართველოს ექსპორტში 22.3% შეადგინა და ევროკავშირში ექსპორტი გაიზარდა 20.2%-ით. ქვეყნების მიხედვით, ექსპორტის ყველაზე მაღალი - 137%-იანი ზრდა აზერბაიჯანთანაა, შედეგად ექსპორტის ზომამ $251 მილიონს გადააჭარბა.
საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონელი
1) სპილენძის მადნები - $278 მილიონი, ზრდა წინა წელთან 13%

ფოტო: independent.co.uk
2) ფეროშენადნობები - $205 მილიონი, ზრდა წინა წელთან 13%

ფოტო: Reuters
3) ავტომობილები (რეექსპორტი) - $203 მილიონი, ზრდა წინა წელთან 98%

ფოტო: flickr.com
4) ღვინოები - $105 მილიონი, ზრდა წინა წელთან 25%

ფოტო: ozkv.net
5) მედიკამენტები - $80 მილიონი, ზრდა წინა წელთან 2.7%

ფოტო: NHS
6) სპირტიანი სასმელები - $72 მილიონი, ზრდა წინა წელთან 23%

ფოტო: vox.com
7) თამბაქოს ნაწარმი - $66 მილიონი, ზრდა წინა წელთან 700%

ფოტო: Reuters
8) მინერალური წყლები - $62 მილიონი, ზრდა წინა წელთან 16%

ფოტო: flickr.com
9) აზოტოვანი სასუქები - $59 მილიონი, ზრდა წინა წელთან 42%

ფოტო: hanyazilim.com
10) ოქრო - $45 მილიონი, ზრდა წინა წელთან 10%

ფოტო: Andrey Rudakov / Reuters





