2018 წლის 7 თვეში საქართველოს აეროპორტები 2 719 920 მგზავრს მოემსახურა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები მგზავრების რეკორდულ რაოდენობას - 2,719,920 მოემსახურა. 

უწყების ცნობით, ეს 28%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს - 2,130,469 მგზავრი.

აეროპორტების გაერთიანების განცხადებით, ივლისის თვეში მგზავრთა ნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი იყო საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ივლისში 429,088 მგზავრს მოემსახურა, რაც 16%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (371,188 მგზავრი ), ხოლო 7 თვეში ზრდამ ერთი წლის წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27% შეადგინა (2,104,161 მგზავრი).         

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2018 წლის ივლისში 75,372 მგზავრს მოემსახურა, რაც 2017 წლის ივლისთან შედარებით 52%-ით მეტია. 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ნაკადი 33%-ით გაიზარდა - 310,115 მგზავრი.

ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება კვლავ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის ივლისში ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 111,325 მგზავრმა ისარგებლა, რაც 11%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (100,613 მგზავრი).

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის 7 თვეში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 29 %-ით გაიზარდა და 301,597 მგზავრი შეადგინა. 

მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით, 2018 წლის 7 თვეში 4,047 მგზავრმა ისარგებლა. 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში 194 რეისი შესრულდა. 

კომენტარები